უკვე ერთი საათია, სამი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების ლიდერები სამოქმედო გეგმას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს აცნობენ. კონსულტაციები ამჯერად „კოალიცია ცვლილებისთვის“ ცენტრალურ ოფისში იმართება. გეგმის შინაარსი საპარლამენტო არჩევნებიდან შვიდი დღის თავზე ისევ უცნობია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შესაბამის განცხადებებს ორშაბათს დაგეგმილ აქციაზე გააკეთებენ.
ნათია ქენქაძე იმყოფება ოპოზციის შეხვედრაზე და თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში საუბარს განაგრძობს – რა განცხადებები გაკეთდა ამ დროისთვის ადგილზე?