რა ფორმით წარდგება არჩევნებზე ოპოზიცია და მოხდება თუ არა არსებული ერთობის ფორმირება – „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის გაერთიანების სანაცვლოდ, გარკვეულ პირობებზე საუბრობს. პარტია მზადაა, ერთიანი სიისა და ერთობის შემთხვევაში, პარტიული ნომერი და სიაში საკუთარი წილიც დათმოს. ოპოზიციის ნაწილი კი სწორედ ყოფილი მმართველი პარტიის ფაქტორის გამო, საერთო ოპოზიციური გაერთიანების შექმნისგან თავს იკავებს და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობს. თუმცა, ბლოკების აკრძალვისა და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც კი, ოპოზიციური ფლანგის ნაწილისთვის, ხელისუფლების შეცვლის გზა მაინც რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაზე გადის.
ლიზი ჩიმჩიურის რეპორტაჟი.