ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. იქმნება ახალი კოალიციები და ახალი გაერთიანებები. კიდევ ვინ შეუერთდება „გამარჯვების პლატფორმას“ და ვინ შექმნის ახალ კოალიციას, ჯერჯერობით უცნობია. ვაშაძე-ხაბეიშვილი ყველა პროდასავლურ პარტიას მათთან გაერთიანებას სთავაზობენ. პოლიტიკურ სპექტრში კი მათ გაერთიანებას სკეპტიკურად უყურებენ, ოპოზიციის ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას გამორიცხავს. პარტია „საქართველოსთვის“ და პარტია „ლელო“ კოლეგებს ალტერნატიულ გაერთიანებაში ეპატიჟებიან. „გირჩი“ 2024 წლის არჩევნებზე კოლეგებს ღია საარჩევნო სიით მონაწილეობას სთავაზობს. „ქართული ოცნება“ კი ხაბეიშვილი-ვაშაძის გაერთიანებას კონკურენტად არ აღიქვამს და მათ ერთობას „დამარცხების პლატფორმას“ უწოდებს.