ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ერთობლივი – „გამარჯვების პლატფორმის“ დაფუძნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვრცელი სამოქმედო გეგმის წარდგენას შემოდგომიდან გეგმავს. თუმცა, ახლად შექმნილი პლატფორმის მთავარი სტრატეგია უკვე ცნობილია – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამარცხება და გამარჯვების მოპოვება.

ორი პარტიის მიერ დაფუძნებულ პლატფორმას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის ნაწილი, სადაც თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის მძლავრი ოპოზიციური ცენტრების შექმნაა აუცილებელი, ამ კუთხით კი კონსულტაციებსაც აანონსებენ, თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას გამორიცხავენ. ერთობას კონკურენტად არ მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში, სადაც აცხადებენ, რომ „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გამაერთიანებელი რადიკალიზმია.