ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

ოპოზიციის შესაძლო ერთობაზე პოლიტიკურ პარტიებში ისევ განსხვავებული პოზიციებია. ჯერ ისევ უცნობია, გაერთიანდება თუ არა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური სპექტრი. ახალი პოლიტიკური ცენტრის ირგვლივ კონსულტაციების დაწყებას აანონსებენ „ლელოში“. ისინი ახალი კოალიციის შექმნაზე მუშაობენ, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობა“ კატეგორიულად არ მოსაზრება, თუმცა, უცნობია, რომელი პარტიები იქნებიან ამ გაერთიანებაში. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით კი, ოპოზიციაში შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, განსაკუთრებით ახლო კომუნიკაცია მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აქვთ, რომელთან გაერთიანებასაც 2024 წლისთვის არ გამორიცხავენ. ოპოზიციის გეგმებს და პერსპექტივებს მმართველი გუნდი სკეპტიკურად უყურებს.