ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის კონსულტაციებს ადასტურებენ, მაგრამ პრემიერობის საერთო კანდიდატად გიორგი ვაშაძის დასახელებას, უარყოფენ. პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ვაშაძის პრემიერობის საკითხი განხილვის თემა არ ყოფილა.
პაატა მანჯგალაძის განმარტებით კი, კონსულტაციები მხოლოდ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაზე მიმდინარეობს, პრემიერობის კანდიდატურაზე კი მხოლოდ ვაშაძის მზაობა დაფიქსირდა. ოპოზიციის ნაწილს პარტიების გაერთიანება არასერიოზულად მიაჩნია.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ აღნიშნულ პარტიებს პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვთ.