ამათი იარაღით გადაგდება რომ გვდომოდა, ორიათასჯერ გავაკეთებდით, მაგრამ ქვეყანას ვუფრთხილდებით, – ეს გივი თარგამაძის განცხადებაა, რომელიც პოლიტიკური შეფასებების თემა ხდება.
თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. რომ ქვეყნის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მისაღებია მწვავე პროტესტიც. „ისეთ პროტესტს, რომელიც ამათ შეაშინებს, როგორც მარტში ეშინოდათ, როგორც გავრილოვის დროს,“ – აღნიშნა გივი თარგამაძემ.