ოპოზიცია კვლავ პროტესტის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით არ აქვთ. მათი განცხადებით, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ მთავარი მოთხოვნა, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აკრძალვა – მიღწეული არ იქნება. მმართველ გუნდში ოპონენტების ქმედებებს დესტრუქციულს უწოდებენ და ოპოზიციურ ძალებს არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ.