კვირის ბოლომდე ოპოზიცია შემდგომი საპროტესტო აქციის თარიღს გამოაცხადებს.
„ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილი საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შემდგომ სამოქმედო სტრატეგიაზე ორ საათზე მეტხანს მსჯელობდნენ. ძალაში რჩება პიკეტირების გეგმაც, რაზეც როგორც კონულტაციების მონაწილები ამბობენ, ყველა პარტია თანხმდება. შექმნილ ვითარებაში გამოსავლის გზად ოპონენტები ხელისუფლებას კვლავ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს სთავაზობენ. სხვა შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ამ დროისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერები პარლამენტისკენ მიდიან.
ხათუნა გაგნიძე ელოდებოდა კონსულტაციების დასრულებას.