საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე კი გადაჯგუფებები ამ დრომდე გრძელდება.
5 %-ანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ოპოზოცია არჩევნებში მონაწილეობას რამდენიმე პარტიის გაერთიანებით გეგმავს.უკვე არსებობს სამი ალიანსი, თუმცა მომავალ არჩევნებში ბლოკების აკრძალვის ფონზე ახლა მთავარი კითხვაა, ვინ იტყვის საკუთარ საარჩევნო ნომერზე უარს და ვინ ვისი პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას ოქტომბრის არჩევნებში. ამ კითხვაზე პასუხი ხელისუფლების ოპონენტთა მხოლოდ ერთ ნაწილს აქვს, შესაბამისად ჯერ ისევ უცნობია ოპოზიციის საარჩევნო სიების შემადგენლობა. მმართველ გუნდში კი, სადაც რეგიონალური დელეგატები უკვე წარადგინეს, ოპოზიციის გეგმებს სკეპტიკურად უყურებენ და ამბობენ, რომ გადაჯგუფების მიუხედავად ოპონენტები ერთ პარტიას, „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ.