პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურდება საარჩევნო პიარ-კამპანიების დაგეგმვის საკითხიც.
განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დღეს „ლელო“ მოექცა. ირკვევა, რომ პარტიამ ხელშეკრულება იმ პიარ-კონსულტანტთან გააფორმა, რომელთანაც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო, ასევე 2012 წლის არჩევნების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობდა. საუბარია ამერიკელ სპეციალისტზე, რომელიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებთან მუშაობდა, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი. როზნერთან გაფორმებული კონტრაქტი ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს. თუმცა თავად „ლელოს“ არჩევნებში დამოუკიდებელი გეგმით მონაწილეობის და მიზიდულობის ცალკე ცენტრის შექმნის ამბიცია აქვს.