წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაწყებულია, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობას კანდიდატები ჯერ ისევ არ დაუსახელებია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მერობის კანდიდატების დასახელებას 20 აგვისტოდან 2 სექტემბრის პერიოდში აპირებს, თუმცა, აცხადებს, რომ კამპანიას ეპიდვითარების გათვალისწინებით წარმართავს.