რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული კონტურები უკვე გამოკვეთილია, პოლიტიკური პარტიები დაინტერესებული მხარეებისთვის მოლაპარაკებების კარს კვლავ ღიას ტოვებენ. ამ დრომდე გაერთიანების აუცილებლობას ვერ ხედავენ „ლელოში“ და გახარიას „პარტია საქართველოსთვის“. ასევე გაურკვეველია, შედგება თუ არა პოლიტიკური ერთობა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში.
ოპოზიციის გეგმები და ხელისუფლების პროგნოზი ხატია ჯამალაშვილის რეპორტაჟში.