რომელი პოლიტიკური სუბიექტი რა კონფიგურაციით წარდგება მომავალ არჩევნებზე – სანამ საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო ბრძოლის სტრატეგიაზე და ამ პროცესში მისთვის მისაღებ თანამებრძოლებზე შეჯერდება, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკურ ველზე ბრუნდება „პატრიოტთა ალიანსი“.
ამჯერად „საქართველოს პატრიოტების ერთობით“, რომელშიც ირმა ინაშვილის განცხადებით ეროვნული და კონსერვატიული პარტიები გაერთიანდებიან. „პატრიოტთა ალიანსის“ დახმარებით გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას, „ალტი-ინფოს“ დამფუძნებელი ზურა მახარაძის „კონსერვატიული მოძრაობაც“. საერთო მიზანი მე-11 მოწვევის პარლამენტში კონსერვატიული და ეროვნული დღის წესრიგის დაბრუნებაა. ამ ფონზე ისევ გადაჯგუფების რეჟიმშია საპარლამენტო ოპოზიცია. არაერთი შეთავაზების მიუხედავად ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი კონფიგურაციით საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის მარცხი გარდაუვალია.