ვიხილავთ თუ არა წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ ოპოზიციურ გაერთიანებას და იმ პარტიების წარმომადგენელთა თანამშრომლობას, რომელებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ მძიმე ურთიერთბრალდებებით იყვნენ დაკავებული. ეს კითხვა გიორგი გახარიას განცხადებამ გააჩინა, რომლითაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა „ლელო“, მის პარტიასთან ყველაზე ახლოს მდგომად დაასახელა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა. გახარიას „ლელოში“ უარით უპასუხეს და წარსული შეახსენეს. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოხატავს.
რამდენ ოპოზიციურ ერთობას ვიხილავთ არჩევნებამდე, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა, მმართველი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში, ოპოზიციის წარუმატებლობაში დარწმუნებულია და მიმდინარე პროცესებს გარედან მართულს უწოდებს.