ოპოზიციის საარჩევნო გეგმა

რა ფორმით წარდგებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – დეტალები, სავარაუდოდ, ორ დღეში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე გაცხადდება. პარტია პოლიტიკური ყრილობის პარალელურად, სწორედ 8 ივლისს გაასაჯაროებს პარტიების, მოძრაობებისა თუ საზოგადოებისთვის ცნობილი პირების ვინაობას – ვინც მათთან გაერთიანდება, მანამდე კი დეტალებზე არ საუბრობენ.

მიმდინარე პროცესებს ემიჯნება ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი ფორმით გაერთიანების წინააღმდეგია და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას საკუთარი პოლიტიკური ნომრით გეგმავს. ოპოზიციას მარცხს უწინასწარმეტყველებენ მმართველ გუნდში.