ოპოზიციის საარჩევნო დაპირებები

წინასაარჩევნო გადაჯგუფებები იგვიანებს, თუმცა საარჩევნო დაპირებები უკვე აქტიურად ისმის ოპოზიციურ ფლანგზე.

რეზონანსული აღმოჩნდა რამდენიმე პოლიტიკოსის გზავნილები. გიორგი ვაშაძე, რომლის პარტია ახლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსშია, გამარჯვების შემთხვევაში ცნობილი ფირმების ქართულ ბაზარზე შემოყვანას, საპენსიო სესხების განულებას და პენსიების ზრდას აანონსებს. საკუთარ ხედვას უფრო აკონკრეტებს და მოსახლეობას პენსიების 1000 ლარამდე მატებას და ბიუჯეტის გაორმაგებას ჰპირდება „ლელო“, რომელიც თავს ხელისუფლების და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ალტერნატივად აცხადებს. თვეებით ადრე გაცემული დაპირებების გამო მამუკა ხაზარაძის გუნდი დღეს ოპოზიციიდანაც გააკრიტიკეს და კომპეტენცია დაუწუნეს.