საკმაოდ დაძაბული წინასაარჩევნო ფონია ოთხი წლის შემდეგაც.
ჯერ არ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია პოლიტიკური აქტორების ნაწილის მხრიდან უკვე ეჭვქვეშ დგას. ოპოზიციონერი ლიდერების რიტორიკაში სულ უფრო ხშირდება განცხადებები არჩევნების გარდაუვალი გაყალბების შესახებ. ისმის მუქარის შემცველი და გამაფრთხილებელი გზავნილები ცესკო-ს მისამართით, რომელსაც თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი უნდობლობას უცხადებს. არასასურველი შედეგების გამოქვეყნების და გაყალბების შემთხვევაში ხელისუფლების ოპონენტები ბოლომდე ბრძოლით იმუქრებიან. დიდი უპირატესობით საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული მმართველი პარტია არჩევნების შემდგომ ოპონენტებისგან პროცესების რადიკალიზაციას ელოდება.