პოლიტიკური შეფასებების თემაა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ლაშა ბაქრაძის გუშინდელი განცხადება.
პოლიტიკური სპექტრი მის სიტყვებს უარყოფითად აფასებს. ლაპარაკია ბაქრაძის განცხადებაზე, რომლითაც მან მისი პოლიტიკური ძალის უპირატესობის წარმოჩენა სცადა. თავად ბაქრაძემ დღეს საკუთარ სიტყვებზე განმარტება გააკეთა. მისი გამოსვლა სიძულვილის ენის შემცველად შეაფასა სახალხო დამცველმა.