„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებს აშკარა პროვოკაცია უწოდეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, შესაბამისმა ორგანოებმა ყველა დარღვევაზე რეაგირება უნდა მოახდინონ.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ასეთი ვითარება შექმნილიყო.