კვლავ გადაკეტილია თსუ-ს მიმდებარე ტერიტორია, ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე. გზის სავალ ნაწილზე ისევ კარვებია გაშლილი, სამშენებლო მასალებით მოწყობილია ბარიკადები. ადგილზე იმყოფებიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერები. პარალელურად, „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე აცხადებს, რომ ვაკის მომარაგების ტრანსპორტი უკვე უნდა შეცვალონ კომპანიებმა და ვაკეში გადაადგილების გეგმებზე იფიქრონ სურსათის მიმწოდებლებმა, ვაკის მოსახლეობამ.
რა ვითარებაა ჭავჭავაძეზე, სადაც გრძელდება პროტესტი – შალვა სუმბაძე გვეტყვის.