„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერობის კანდიდატის შეცვლის მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნიან.
მთავრობის მეთაურის პოსტზე სწორედ გიორგი გახარიას წარდგენას უკავშირებენ ოპონენტები საკუთარ ბოიკოტს. უცვლელი რჩება პროტესტის ფორმაც. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან დღესაც მოეწყო ე.წ. სირცხვილის დერეფანი. ოპოზიციის ლიდერების მცდელობის მიუხედავად, უკვე დღეს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებს პარლამენტის შენობაში შესვლის საშუალება აღარ მიეცათ.
ამ ეტაპზე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის სამოქმედო გეგმა პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვით შემოიფარგლება, თუმცა მინიშნებები კეთდება ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზეც.