უკვე 22 საათია თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური საავტომობილო კვანძი გადაკეტილია.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ოპოზიციის პიკეტი იმართება. გადაკეტილია ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, ვარაზისხევის და კეკელიძის ქუჩების კვეთა. ადგილზე რჩება კარვები და დღეს გზის სავალ ნაწილზე მომიტინგეებმა ქვიშით სავსე ტომრებიც დაალაგეს. არ არის გამორიცხული ტერიტორიის პიკეტირება 24 საათზე მეტხანს გაგრძელდეს. საღამოს 7 საათზეა დაანონსებული ადგილზე სამომავლო სამოქმედო გეგმის გახმოვანება.