ამ წუთებში პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია იწყება. მათი თქმით, 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მისი შედეგები არ ასახავს მოსახლეობის ნებას. აქციის მონაწილეები საარჩევნო ადმინისტრაციის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.