რა პოლიტიკური გაერთიანებებია მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ – ვინ ვისთან და რა ფორმით გეგმავს თანამშრომლობას – ოპოზიციის სტრატეგია კვლავ ბუნდოვანია. ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, აქტუალური გახდა კიდევ ერთი კითხვა – რა პოლიტიკური გეგმები აქვს გვარამიას და როგორ აპირებს ის მიხეილ სააკაშვილისგან პოლიტიკურად დისტანცირებას.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს ნიკა მელიასთან, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან ალიანსის შესაძლებლობას. თავად ნიკა მელიას ფლანგი კი თემაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. მიმდინარე პროცესი პოლიტიკურ პარტიებში განხილვის თემაა.