ოპოზიციის პოლიტიკური გეგმები

რა გეგემები აქვთ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არჩევნებამდე 9 თვით ადრე?

ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, აქტუალური გახდა კითხვა – რა პოლიტიკური გეგმები აქვს გვარამიას და როგორ გეგმავს ის მიხეილ სააკაშვილისგან პოლიტიკურად დისტანცირებას. გვარამია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას გეგმავს, თუმცა როდის და ვისთან, – ეს ჯერ ცნობილი არ არის. „მთავარი არხის“ დამფუძნებელი არ გამორიცხავს ნიკა მელიასთან, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და ელენე ხოშტარიასთან პოლიტიკური ალიანსის შესაძლებლობას. თავად ნიკა მელიას ფლანგი კი ამ თემაზე ჯერ კომენტარს არ აკეთებს.

როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას გეგმებს საკანონმდებლო ორგანოდან.