„ევროპული საქართველოს“ წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებისგან მეხუთე რაუნდის შესახებ ინფორმაციას ელოდება. მისივე თქმით, მეხუთე რაუნდზე მმართველი გუნდი საკუთარი წინადადებით უნდა მივიდეს. რაც შეეხება რევოლუციურ სცენარს, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ არანაირ რევოლუციურ სცენარს არ განიხილავენ. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია ელოდება, როდის გააუქმებს მანდატებს უმრავლესობა, მათი პოზიცია უცვლელი რჩება.