შეძლებენ თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება პოზიციების დაახლოებას და რა საკითხებზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება. ოპოზიციის ნაწილი არჩილ თალაკვაძის განცხადებას პასუხობს, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობა მზად არის საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციასთან ერთად იმუშაოს. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ საარჩევნო ცვლილებები მათთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია და იქვე განმარტავენ, რომ შემხვედრ წინადადებებს ოპოზიცია ისევ „ქართული ოცნებისაგან“ ელის.