„ევროპული საქართველო“ სახელმწიფოს „პატრიოტთა ალიანსის“ რუსეთთან კავშირებით დაინტერესებასა და საქმის გამოძიებას სთხოვს. ელენე ხოშტარიას თქმით, მან მიმართა პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით, თუმცა უწყებისგან მიიღო პასუხი, რომ გამოძიების საფუძველი არ არსებობს. ხოშტარიას თქმით, რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას „პატრიოტთა ალიანსის“ დახმარებით. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია მოქალაქეები დაიცვას რუსული მტრული პოლიტიკისგან. საკითხს გამოეხმურნენ პარტია „ლელო საქართველოშიც“.