როგორ უნდა შესრულდეს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციები – ამ თემაზე მსჯელობისთვის სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ამჯერად ქუთაისში ჩავიდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად არაფერს აკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსზე ევროპელი პარტნიორებისგან ისევ უარს მიიღებს. მათივე თქმით, გამოსავალი დიდი ერთობის შექმნაშია, რომელიც ხელისუფლებაში პროდასავლურ ძალებს მოიყვანს.