რეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების გარშემო ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწია. „ევროპული საქართველოს“ რამდენიმედღიანი ლოდინი უშედეგო აღმოჩნდა. შეთავაზებას, რომ 22 რეგიონული ოლქიდან ოთხი მაინც დაეთმოთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარით უპასუხა. შეთავაზების ავტორები ყოფილ თანაგუნდელებს არჩეულ სტრატეგიას უწუნებენ და ორშაბათიდან საარჩევნო კამპანიის დაწყებას აანონსებენ.
თუმცა, ჯერ არ კონკრეტდება, რა ტაქტიკით იმოქმედებს „ევროპული საქართველო“ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად რეგიონებში და როგორ გადაინაწილებს 22 ოლქს. მაჟორიტარების საკითხში კოორდინაცია ნაწილობრივი აღმოჩნდა თბილისშიც. იმის გამო, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ დედაქალაქის ორ ოლქში წარსადგენი კანდიდატი ამ დრომდე ვერ შეარჩია, ორივე ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, თავისი კანდიდატურები დაასახელოს.