ოპოზიცია კვირას დაგეგმილი აქციის სამზადისის ფარგლებში დედაქალაქში მსვლელობებს მართავს.
ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბა და მთავრობის ადმინისტრაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით ავტომობილებით გაემართა. ოპოზიციის ავტოკოლონის ნაწილი ცესკო-სთან მივიდა, რის შემდეგაც უკვე რესპუბლიკის მოედნისკენ გაემართა. მას ოპოზიციური მსვლელობის დანარჩენი მონაწილეებიც შეუერთდებიან.
გენო ოსიყმაშვილი მოგვიყვება ოპოზიციური მსვლელობის შესახებ.