ისევ უცნობია, ვინ რა ფორმით და ვისთან ერთად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაჯგუფების პროცესი მიმდინარეობს და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. პარტია „გირჩის“ განმარტებით, მესამე ძალა სწორედ ისინი არიან. „ლელო“ კი თავს მესამე ძალის ცენტრს უწოდებს და ყველა პარტიას მის ირგვლივ მოიაზრებს, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი განმარტავენ, რომ მათ თავისი დღის წესრიგი აქვთ და გამარჯვების შანსი სწორედ მათი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთობას აქვს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ოპოზიციის ერთიანობა უპერსპექტივოა.