31 პარტია თბილისის ექვს ოლქს ვერ ინაწილებს.
ოპოზიციურ ერთობაზე მუდმივი აქცენტირების მიუხედავად, დედაქალაქის მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები ისევ არ არის შეთანხმებული. ეს კი მმართველ გუნდს ოპონენტთა რიგებში დაპირისპირების ეჭვს უღრმავებს. ცალკე თემაა პრემიერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებული ინტერპრეტაციები. იმის მიუხედავად, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა ეს საკითხი სამომავლო პერსპექტივად და მეორე რიგის ამოცანად გამოაცხადეს, როგორც ჩანს, გარკვეული ძალებისთვის ის მაინც აქტუალური რჩება.
საკითხს კვლავ თაკო ჩარკვიანი ააქტიურებს, რომელმაც ოპოზიციას ერთხელ უკვე შესთავაზა გიორგი ვაშაძის კანდიდატურა. საერთო კანდიდატების წარდგენამდე 10 დღე რჩება, ერთობლივი კონსულტაციები კი იგვიანებს.