ცხარე კამათსა და სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა ბიუროს დღევანდელი სხდომა.
„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარისგან 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მონახულების უფლებას ითხოვდნენ. თუმცა იმ არგუმენტით, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უარს შეურაცხმყოფელი ეპითეტები მოჰყვა, რის გამოც სპიკერმა მანდატურებს ოპოზიციონერი დეპუტატების გაყვანა დაავალა. ოპოზიციის ინფორმაციით, ექვსი თვის წინ დაკავებულებზე ზეწოლა ხდება. შეზღუდვებზე საუბრობენ ბრალდებულთა მშობლებიც, რომლებიც დღეს პარლამენტში შესვლას ითხოვდნენ.
მუქარის ან ზეწოლის ფაქტებს არ ადასტურებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს ციხეში შევიდა.