მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, პარლამენტში მოქალაქეთა ხელმოწერები შეიტანეს. 20 ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოში უკვე დარეგისტრირდა. საუბარია 300 ათას ხელმოწერაზე, ოპოზიცია 2020 წლიდან საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვს.