ოპოზიციის მორიგი კონსულტაცია

გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი კონსულტაცია 4 საათზეა ჩანიშნული. შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისშია დაგეგმილი. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებიც არჩევნების  პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ, სამოქმედო გეგმას კიდევ ერთხელ განიხილავენ. ისინი აქციებისა და პიკეტირების გაგრძელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით აანონსებენ. მათი თქმით, მთავარი მიზანი ხელისუფლებისათვის დისკომფორტის შექმნაა.