ოპოზიციის მიერ შედგენილი „შავი სიის“ გამოქვეყნება ეტაპობრივად დაიწყება

8 იანვრიდან ოპოზიციის მიერ შედგენილი ე.წ. შავი სიის გამოქვეყნება ეტაპობრივად დაიწყება. ოპოზიციური პარტიების წევრებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა. ჯერჯერობით უცნობია, მოხვდებიან თუ არა ამ სიებში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები.

სალომე ქოქიაშვილი მუშაობს თემაზე და მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ – ვინ შეიძლება მოხვდეს ოპოზიციის ე.წ. შავ სიებში?