დაირღვა თუ არა საერთო მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციის შეთანხმება, – აზრთა სხვადასხვაობა ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძის წარდგენამ გამოიწვია.
ისნის რაიონში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიტყვა თავად გატეხა.
რა პოზიცია აქვთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, – სალომე ქოქიაშვილი გაგვაცნობს განცხადებებს პირდაპირ ეთერში.