„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისნის მაჟორიტარულ ოლქში, შესაძლოა კანდიდატი წარადგინოს. როგორც ცნობილია, გაერთიანებული ოპოზიცია დაახლოებით ერთი თვის წინ შეთანხმდა, რომ ამ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე იქნებოდა, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ოპოზიციური გაერთიანება დატოვა, რის გამოც, შესაძლოა გადაიხედოს ეს საკითხი. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებაში შემავალ პარტიებთან აღნიშნულ თემაზე კონსულტაციებს იწყებს.
არის თუ არა უკვე ცნობილი ვაშაძის პოზიცია? – სალომე ქოქიაშვილი პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით.