საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში, ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. დღესვე შეკრებაზე, იმ ახალ ინიციატივასაც განიხილავენ, რომლითაც ოპოზიცია მოლაპარაკების მეხუთე რაუნდზე მისვლას გეგმავს. პროექტი გერმანული მოდელისგან განსხვავებული იქნება, თუმცა, დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.