დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ, საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს და კონსულტაციებს მართავს საპარლამენტო ოპოზიცია და არასაპარლამენტო პარტიების ნაწილი.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლამდე ხელისუფლების ოპონენტები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და სამოქმედო სტრატეგიაზე იმსჯელეს. მათი მოთხოვნაა, რომ გადადგეს პრემიერი და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით. ოპოზიციური გაერთიანებების ლიდერები ხელისუფლებას კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებენ, უწყვეტ აქციებს აანონსებენ და რადიკალური ზომებით იმუქრებიან.
ოპოზიციის დღის წესრიგი დესტაბილიზაციაა, – ასეთია ხელისუფლების პასუხი.