თუ სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ნიკა მელია გადაწყვეტილებისადმი დამორჩილებას არ აპირებს. ანალოგიურია მისი გუნდის პოზიციაც.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დილიდან სრული შემადგენლობით პარტიის ოფისში არიან შეკრებილები. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვა პოლიტიკური ძალების ლიდერებიც, მათ შორის გიგი უგულავა და ნინო ბურჯანაძე. ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში მივიდნენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია და „ლეიბორისტების“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.