შეხვდა თუ არა დავით კეზერაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებს კვიპროსში.
გუშინ საღამოს, ლარნაკა-თბილისის რეისით დაბრუნდნენ გიორგი ვაშაძე და პეტრე ცისკარიშვილი. ვაშაძე აცხადებს, რომ ლარნაკაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა და ინფორმაციას დავით კეზერაშვილთან შეხვედრაზე სიმართლეს არ შეესაბამება. გავრცელებული ინფორმაციით, ლარნაკაშივე მათთან ერთად იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავაც. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ კეზერაშვილი ოპოზიციის მისამართით კვიპროსიდან დავალებებს აქტიურად გასცემს და სწორედ ამ მიზნით დადიან ოპოზიციის ლიდერები მასთან შესახვედრად.