საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს.
ორბელიანების სასახლეში დღეს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი მივიდა. მოლაპარაკების საგანი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული „ქართული ქარტია“ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მთავრობის ფორმირების საკითხია.