საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის კონსულტაციები გრძელდება. მხარეები ისევ ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე მსჯელობენ. ოპოზიცია ამ პროცესს მნიშვნელოვანსა და აუცილებელს უწოდებს.
პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც პრეზიდენტის ქართულ ქარტიას ხელს აწერენ, არ აკონკრეტებენ, შედგა თუ არა რომელიმე კანდიდატზე შეთანხმება, თუმცა ამბობენ, რომ მმართველი პარტიის წინააღმდეგ ძალების გაერთიანება ახლა ყველაზე ლოგიკური და საჭიროა. პროცესს სკეპტიკურად უყურებს პარტია „გირჩი“, სადაც ფიქრობენ, რომ ოპოზიციური ერთობა არც ამჯერად შედგება და საბოლოოდ ყველაფერი ძალაუფლებისთვის ბრძოლაში გადაიზრდება. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიას აწარმოებს.