ოპოზიციის კონსულტაციები პრეზიდენტთან

პრეზიდენტი ოპოზიციასთან შეხვედრებს აგრძელებს – თემა იმპიჩმენტი და ევროინტეგრაციაა. დისკუსია დღესაც გაგრძელდება. ორბელიანების სასახლიდან გამოსული პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის თქმით, პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საბოლოოდ მმართველი გუნდის ინიცირებულ იმპიჩმენტს მხარი ოპოზიციის ნაწილმაც დაუჭიროს. ალეკო ელისაშვილი ეჭვობს, რომ „ქართულ ოცნებას“ სასურველი გადაწყვეტილების მიღებაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაეხმარებიან.

პარალელურად, სასამართლომ უნდა დაადგინოს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი – დასკვნის მოსამზადებლად საკონსტიტუციო სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს.