„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან, რომლებიც ხვალინდელ გეგმებს ათანხმებენ. შეხვედრის დაწყებამდე, მათ კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ხვალ აქციაზე პარლამენტის შენობის მშვიდობიან პიკეტირებას გეგმავენ.
ინიციატივით გამოდის ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ითხოვს, რომ დროებითი მთავრობის პირობებში, ძალოვანი სტრუქტურები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს და ამაზე ოპოზიცია წინასწარ უნდა შეთანხმდეს.
სალომე ქოქიაშვილი ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივაზე და ოპოზიციის გეგმებზე დეტალურად.