შეცვლილი ადგილი და შეცვლილი შემადგენლობა, – „ლეიბორისტების“ ოფისის ნაცვლად, საარჩევნო სისტემის შეცვლის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია ამჯერად „გირჩის“ ოფისში შეიკრიბა. თუმცა, კონსულტაციებს არ დასწრებია „ნაციონალური მოძრაობა“.
უკავშირდება თუ არა ეს გარემოება რამდენიმე დღის წინ ზურა ჯაფარიძის განცხადებას, სადაც მან გრიგოლ ვაშაძის ჩართულობის შემთხვევაში ოპოზიციურ შეკრებებში მონაწილეობა გამორიცხა. მიზეზი კი ვაშაძის ის კომენტარი გახდა, სადაც მან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება საკუთარი პარტიის დამსახურებად გამოაცხადა.
თეონა მანაგაძე განაგრძობს საუბარს.