ოპოზიცია შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს განაგრძობს.
როგორც კოალიციის „ძალა ერთობაშია“ წევრები აცხადებენ, დიალოგი ყველა ოპოზიციურ ძალასთან მიმდინარეობს, იმისათვის, რომ თითოეულ რაიონში, სადაც შუალედური არჩევნებია დანიშნული, ოპოზიციის კვოტით მხოლოდ თითო კანდიდატი იყოს წარდგენილი.
მოხერხდა თუ არა შეთანხმება კონკრეტულ პირებზე, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები მბობენ, რომ კონსულტაციები მალე დასრულდება და კანდიდატების ვინაობას ამომრჩეველი მალე შეიტყობს.